იაპონური ბაღი

უნივერსიტეტის მიმდებარე მოედანზე, 1020 კვ.მ.-ზე გაშენებულია იაპონური ბაღი. აქ თქვენ იხილავთ მინიატურულ ტბას, დეკორატიულ გადასასვლელ ხიდს, უნიკალური აღმოსავლური კულტურისთვის დამახასიათებელ ხე-მცენარეებსა და ფერთა გამას. იაპონური ბაღის პოვნა არ გაგიჭირდებათ, ორივე შესასვლელში სახასიათო წითელი ელფერის, იაპონური კარიბჭე დგას.

ესტუმრეთ ბათუმის ბულვარს

ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.

ბათუმის ბულვარის ისტორია იმდენად ვრცელი და მრავალფეროვანია, რომ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, რათა გამოგვერჩია 10 მთავარი ფაქტი, რომელთა ცოდნაც აუცილებელია ბულვარში პირველი სტუმრობისას.

 

იხილეთ სტატია სრულად

რა უნდა მოინახულოთ

ათწლეულების მანძილზე ბათუმის ბულვარში უამრავი ღირსშესანიშნაობა გაჩნდა. თითოეული მათგანი კონკრეტულ ისტორიასა და განვითარების ეტაპს ასახავს.

იხილეთ სრულად

აქტივობები და გართობა

ბათუმის ბულვარში დასვენებისა და გართობისთვის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა მოწყობილი, რათა ყველა გემოვნების სტუმარი კმაყოფილი დარჩეს ჩვენთან ვიზიტით.

იხილეთ სრულად

ბუნება და ზოოკუთხე

ჩვენთან ფლორასა და ფაუნას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, ამიტომაც ბათუმის ბულვარში ჯანსაღი და ბუნებასთან მაქსიმალურად დაახლოებული გარემოა.

იხილეთ სრულად

დაგეგმილი ღონისძიებები და ფესტივალები

ბათუმის ბულვარი ყოველწლიურად სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალს, გამოფენასა და ღონისძიებას მასპინძლობს, რომელთა ვრცელი ჩამონათვალიც ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ.

ანონსი - ზაფხულის ფესტივალი

ანონსი - ზაფხულის ფესტივალი

30 მაისი 2023

3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს

READ MORE
2022 წელს ბათუმის ბულვარის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები

2022 წელს ბათუმის ბულვარის მიერ ორგანიზებული ღონისძიებები

20 თებერვალი 2022

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ყველა ღონისძიება ან დაუკავშირდით ბათუმის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს

BATUMI BOULEVARD

ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.

FOLLOW US ON INSTAGRAM

LIKE US ON FACEBOOK

All rights reserved © Batumi Boulevad 1881