1970-იან წლებში, ბათუმელმა მწერალმა, ამირან შერვაშიძემ ბულვარის ტერიტორიაზე, ცნობილი მწერლებისა და პოეტების სკვერის მოწყობა განიზრახა.
ვრცლად
ძველ ბულვარში ანბანის კოშკის მიმდებარედ, ახალი ტროპიკული ხე-მცენარეებით შექმნილი სივრცე მოეწყო.
ვრცლად
ფორმირებული დაფნების ხეივანი ცენტრალურ სასეირნო ბილიკებს მიჯნავს და კიდევ უფრო მეტ სიმწვანეს და სწორხაზოვნებას სძენს მას.
ვრცლადბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.