ჩვენს ბულვარში, უკვე წლებია ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ღია კორტები.
ვრცლად
2004 წელს, ბულვარში გაიხსნა „ვეტერანთა კლუბი“, რომელიც ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს.
ვრცლად
ბულვარი კულტურულ-სარეკრეაციო ფუნქციებთან ერთად ითავსებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მისიასაც.
ვრცლად
ქალაქის მასშტაბით 23 ველო-ტერმინალია განთავსებული, რომელთა უმეტესობაც ბულვარის ტერიტორიაზეა.
ვრცლადბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.