ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა.

ტურიზმის მზარდი სტატისტიკით გამორჩეული საქართველო ყოველწლიურად 8 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორს მასპინძლობს, შავი ზღვის მარგალიტად წოდებულ ბათუმს კი 2 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში ჩამოსული უცხოელისა თუ საქართველოს მოქალაქისთვის ბულვარში გასეირნება აუცილებელ რიტუალს წარმოადგენს, რომლის გარეშეც არავინ ტოვებს ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქს.

სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდ კილომეტრიანი სასეირნო, ზღვისპირა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე.

თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად სადაც ყველა პოულობს თავის ადგილს.

ღონისძიებები

BATUMI BOULEVARD

ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.

FOLLOW US ON INSTAGRAM

LIKE US ON FACEBOOK

All rights reserved © Batumi Boulevad 1881