თქვენს პატარებთან ერთად დროის გატარებისთვის საუკეთესო ადგილს თუ ეძებთ, ბულვარზე უკეთესი ვარიანტის პოვნა გაგიჭირდებათ. სხვადასხვა სახის მცენარეების, წიწვოვანი ხეებისა და ზღვის ბრიზის შერწყმით მიღებული სუფთა ჰაერი, სწორედ ის არის, რაც თქვენს პატარებს სჭირდებათ.
ეკოლოგიურად სუფთა სარეკრეაციო ზონაში ჯანმრთელობის განმტკიცების გარდა, უამრავი საინტერესო თავგადასავლი გელით. პატარების გასართობად და განწყობის ასამაღლებლად ჩვენს ბულვარში მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურაა. კოლონადების მოპირდაპირე მხარეს, პირველ სანაპირო ზოლში, მოწყობილია ბავშვთა გასართობი მოედანი, საქანელებითა და სხვადასხვა სახის გასართობი ინსტალაციებით, არემარე კი გაფორმებულია მულტიპლიკაციური ფილმების გმირთა ნატურალური ზომის ქანდაკებებით. ზუსტად ასეთივე ტიპის მოედანი გვხვდება ახალი ბულვარის ტერიტორიაზეც. თუკი თქვენი პატარები უკვე იმ ასაკში არიან, რომ მძაფრი შეგრძნებები და ზომიერად ექსტრემალური ატრაქციონები იზიდავთ, ამ შემთხვევაში „არდაგანის ტბის“ მიმდებარე ტერიტორიას უნდა ესტუმროთ, სადაც სანაპირო ზოლზე რამდენიმე ატრაქციონია დამონტაჟებული, რომლებიც ნებმისმიერი ასაკისა და გემოვნების სტუმარს დააინტერესებს, მათ შორის მშობლებლსაც.
ბულვარის ერთ-ერთი უპირატესობა უდავოდ არის მისი სიახლოვე ბუნებასთან. პატარებს განსაკუთრებით უყვართ ცხოველები და მათთან კონტაქტი, ამისთვის კი ბულვარის შუაგულში არსებული ზოო-კუთხი საუკეთესო ადგილია - 140 ზე მეტი ფრთოსანი ბინადარი მუდამ მზად არის, თქვენი პატარების განწყობის ასამაღლებლად.
შემეცნებითი და დატვირთული დღის შემდეგ, პატარებთან ერთად წახემსებისთვის შორს წასვლა არ მოგიწევთ - ბულვარის ტერიტორიაზე სხვადსხვა სახის ტკბილეული და სასუსნავები სპეციალურად მოწყობილ ჯიხურებში არის ხელმისაწვდომი.
3-4 ივნისს, ბათუმი „ზაფხულის ფესტივალს“ უმასპინძლებს
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.