ბათუმში როგორც ფლორა ასევე ფაუნა მრავალფეროვანი სახეობებითაა წარმოდგენილი.
ბულვარის შუაგულში არსებულ ზოოკუთხეში 140-ზე მეტი ბინადარია. ერთ-ერთი გამორჩეული და „ინტელექტუალური“ ფრინველი არის 15 წლის ვარხვი სახელად ბებერო, რომელიც საკუთარ სახელზე რეაგირებს და ენთუზიაზმით პოზირებს ტურისტების ობიექტივის წინ.
ისტორიული ბამბუკების ნაკრძალი გასული საუკუნის 70-იან წლებშია გაშენებული
ბათუმის სანაპირო ზოლს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს პალმების ხეივანი
ფორმირებული დაფნების ხეივანი ცენტრალურ სასეირნო ბილიკებს მიჯნავს და კიდევ უფრო მეტ სიმწვანეს და სწორხაზოვნებას სძენს მას.
ბათუმის ბულვარში ზღვისპირა ზოლთან ახლოს 2500 ძირი ფიჭვი ხარობს.
ძველ ბულვარში ანბანის კოშკის მიმდებარედ, ახალი ტროპიკული ხე-მცენარეებით შექმნილი სივრცე მოეწყო.
ძველი ბულვარის პირველი ალეა „მაგნოლიების ალეის“ სახელით არის ცნობილი.
1970-იან წლებში, ბათუმელმა მწერალმა, ამირან შერვაშიძემ ბულვარის ტერიტორიაზე, ცნობილი მწერლებისა და პოეტების სკვერის მოწყობა განიზრახა.
ბათუმში როგორც ფლორა ასევე ფაუნა მრავალფეროვანი სახეობებითაა წარმოდგენილი.
უნივერსიტეტის მიმდებარე მოედანზე, 1020 კვ.მ.-ზე გაშენებულია იაპონური ბაღი.
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.