2004 წელს, ბულვარში გაიხსნა „ვეტერანთა კლუბი“, რომელიც ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს.
აქ ყოველ დღე, ამინდის მიუხედავად იკრიბებიან ბათუმელი „ვეტერანები“, თამაშობენ ჭადრაკს, ნარდს და განიხილავენ დღისა თუ საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენებს.
ამ ადგილს აუცილებლად უნდა ეწვიოთ, გამოცდილი ბათუმელი ვეტერანების ღიმილი, ვინტაჟური ჩაცმულობა და ხელჯოხების სიმრავლე, პოზიტიურ განწყობაზე დაგაყენებთ, შეიძლება სათამაშოდაც კი გამოგიწვიოთ რომელიმე ძველმა კორიფემ.
ქალაქის მასშტაბით 23 ველო-ტერმინალია განთავსებული, რომელთა უმეტესობაც ბულვარის ტერიტორიაზეა.
ბულვარი კულტურულ-სარეკრეაციო ფუნქციებთან ერთად ითავსებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მისიასაც.
2004 წელს, ბულვარში გაიხსნა „ვეტერანთა კლუბი“, რომელიც ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონ, ნონა გაფრინდაშვილის სახელს ატარებს.
იახტ-კლუბი „ეშმაკის ბორბალის“ მიმდებარე ტერიროტირაზე მდებარეობს.
ჩვენს ბულვარში, უკვე წლებია ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ღია კორტები.
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.