ბულვარში, „საოცრებათა პარკის“ ტერიტორიაზე აღმართულია 130 მეტრის სიმაღლის „ანბანის კოშკი“.
კოშკის დიზაინის შთაგონება დნმ-ის სტრუქტურაში ჩაბეჭდილი ქართული ანბანია, რომელიც ყოველთვის იკავებდა განსაკუთრებულ ადგილს ჩვენი ერის ცნობიერებაში. ორი სპირალური ხაზი, 4 მეტრის სიმაღლის 33 ასოსთან ერთადაა აზიდული კოშკის გარშემო.
ამგვარად, იდეის ავტორებმა ქართველი ხალხის თვითმყოფადობის ჩვენება, ძალზედ ორიგინალური ხერხით შეძლეს.
ესპანელი არქიტექტორის ალბერტო დომინგო კაბოს პროექტით შექმნილი, ესპრესიონისტული ნაგებობა, საზღვაო სანაპიროდან ჩრდილოეთით მდებარეობს. ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, კოშკის სტუმრებს აძლევს საშუალებას, ბოლო სართულზე მდებარე ობსერვატორიიდან, თვალი ადევნონ ულამაზეს პანორამულ ხედებს ან ერთი სართულით ქვემოთ დატკბნენ ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებით, მოძრავ რესტორანში, რომელიც 60 წუთის მანძილზე ერთ სრულ ბრუნს ასრულებს.
ახალ ბულვარში არსებული „ოცნების სვეტი“-ს ინსტალაცია, ბაღის ვიზიტორებისთვის კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად სივრცედ რჩება
ჩვენს ქალაქში მოზაიკური ხელოვნების არაერთი ნიმუში შემორჩა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო და მასშტაბური კაფე ფანტაზიაა, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი სახელით „რვაფეხა“.
ძველი ბულვარის ტრადიციის დაცვით, ახალ ბულვარშიც არაერთი ღირსშესანიშნაობა გვხვდება.
ბულვარის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, კინეტიკური ქანდაკება – „ალი და ნინო“.
ჩვენს ბულვარში მშვიდი და რომანტიული ატმოსფერო ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, რასაც კალსიკური სტილის შადრევნების სიმრავლემაც შეუწყო ხელი.
ბულვარში, „საოცრებათა პარკის“ ტერიტორიაზე აღმართულია 130 მეტრის სიმაღლის „ანბანის კოშკი“.
ბათუმის შუქურის პირველი ნაგებობა ჯერ კიდევ 1863 წელს ბულვარის დაარსებამდე აუგიათ.
გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ერქომაიშვილისა და სომეხი ინჟინრების გაერთიანებული ძალებით 1977 წელს ბულვარის მთავარ შესასვლელში დამონტაჟდა სამი ფერადი შადრევანი.
1948-1949 წლებში, ბულვარში დაიდგა ულურსმნოდ ნაშენები ხის უნიკალური ნაგებობა, რომელშიც წარმოდგენები და კონცერტები იმართებოდა.
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.