ბათუმის შუქურის პირველი ნაგებობა ჯერ კიდევ 1863 წელს ბულვარის დაარსებამდე აუგიათ.
1882 წელს ფრანგი ინჟინრების პროექტით, ის გადაკეთდა და უკვე 155 წელია შავ ზღვაში შემოსულ გემებს აძლევს მიართულებას.
მისი ნათება 14 საზღვაო მილს აღწევს. საუკუნოვანი ისტორიის გარდა, შუქურას გააჩნია უნიკალური მდებარეობა, სადაც გრძედისა და განედის 41 გრადუსიანი პარალელი ემთხვევა ერთმანეთს.
ბათუმის შუქურის ნაგებობაში ასევე განთავსებულია ჰიდროგრაფიული სამსახური, სადაც სინოპტიკოსები 24 საათის განმავლობაში მორიგეობენ და მეტეო პირობებს აკვირდებიან.
თავისი დროის, საინჟინრო ხელოვნების პროგრესული ნიმუში ჩვენი ქალაქის ერთ–ერთი სიმბოლოა.
ახალ ბულვარში არსებული „ოცნების სვეტი“-ს ინსტალაცია, ბაღის ვიზიტორებისთვის კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად სივრცედ რჩება
ჩვენს ქალაქში მოზაიკური ხელოვნების არაერთი ნიმუში შემორჩა, რომელთაგან ყველაზე საინტერესო და მასშტაბური კაფე ფანტაზიაა, საზოგადოებისთვის ასევე ცნობილი სახელით „რვაფეხა“.
ძველი ბულვარის ტრადიციის დაცვით, ახალ ბულვარშიც არაერთი ღირსშესანიშნაობა გვხვდება.
ბულვარის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, კინეტიკური ქანდაკება – „ალი და ნინო“.
ჩვენს ბულვარში მშვიდი და რომანტიული ატმოსფერო ათწლეულების მანძილზე ყალიბდებოდა, რასაც კალსიკური სტილის შადრევნების სიმრავლემაც შეუწყო ხელი.
ბულვარში, „საოცრებათა პარკის“ ტერიტორიაზე აღმართულია 130 მეტრის სიმაღლის „ანბანის კოშკი“.
ბათუმის შუქურის პირველი ნაგებობა ჯერ კიდევ 1863 წელს ბულვარის დაარსებამდე აუგიათ.
გამოჩენილი ქართველი არქიტექტორის, გიორგი ერქომაიშვილისა და სომეხი ინჟინრების გაერთიანებული ძალებით 1977 წელს ბულვარის მთავარ შესასვლელში დამონტაჟდა სამი ფერადი შადრევანი.
1948-1949 წლებში, ბულვარში დაიდგა ულურსმნოდ ნაშენები ხის უნიკალური ნაგებობა, რომელშიც წარმოდგენები და კონცერტები იმართებოდა.
ბათუმის ბულვარი არის ქალაქის მთავარი და ყველაზე ვიზიტირებადი ღირსშესანიშნაობა. სარეკრეაციო ზონა, რომელიც ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, საუკუნეზე მეტია რაც აერთიანებს ქალაქის სტუმრებსა თუ ძირძველ მაცხოვრებლებს. ის მოიცავს შვიდკილომეტრიან სასეინრო, ზღვისპრა პრომენადს, 4 ისტორიულ ხეივანს, ველობილიკს, ტერიტორიაზე ხარობს 40 ათასზე მეტი, სხვადასხვა დროს დარგული ხე-მცენარე. თავისი ისტორიული მნიშვნელობით და უწყვეტი განვითარების ციკლით, ბათუმის ბულვარი იქცა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათად, სადაც ყველა პულობს თავის ადგილს.